“მე არ მაქვს სტალინის სურათი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი მისი ნებაა,”- ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილი გოგი თოფაძის განცხადებას, რომ მალე ყველა კაბინეტში სტალინის სურათი იქნება.
“მე არ მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი მისი ნებაა პრინციპში აკრძალული არაა. მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს მარტივად არამარტო სტალინთან. სტალინის მსგავსი პატარა თვისებები ჩვენს ბოლო ლიდერს რომ ჰქონდა არ შეიძლება ადამიანები იხვრიტებოდნენ და იხოცებოდნენ იმისათვის, რომ რაღაც წყობას და იდეოლოგიას ჩაეყაროს საფუძველი. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეოლოგია. ის რომ ისტორიის ნაწილია და ვიღაცეები ამას იხსენებენ უფლებაც აქვთ. მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი,”- აცხადებს ბიძინა ვანიშვილი.
“თოფაძეს აქვს წამოცდენები. გოგი კარგი კაცია და შეიძლება, ვაპატიოთ. ახლა ასაკშია, 75-ს გადააჭარბა და არა უშავს, ზოგჯერ წამოცდენები აქვს, მაგრამ მას არა აქვს საპირისპირო აზრი. თუ გნებავთ ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, – განაცხადა ივანიშვილმა.