პრემიერ–მინისტრი უფრო გააზრებულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს–ირაკლი ღლონტი

,, ღარიბაშვილის კომუნისტურ კომკავშირული გამოსვლა’’მხარს ვუჭერ და პოზიტიურად ვაფასებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების ერთი კვირით გადადებასთან დაკავშირებით – განაცხადა პარტია ,,რეფორმატორების” ლიდერმა ირაკლი ღლონტმა “თაიმერთან” საუბარში.

პრემიერ–მინისტრი უფრო გააზრებულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს, მან როგორმე უნდა გააცნობიეროს, რომ ვალდებულებები მხოლოდ ბატონი ივანიშვილის მიმართ არ გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობას დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე სკეპტიკურად ვუყურებ , მიმაჩნია, რომ ამ ფაქტშიც არის პოზიტივი, თუნდაც ის, რომ ბანკის მენეჯერების და მოლარეების ნაცვლად მინისტრთა კაბინეტში გვეყოლება გამოცდილი პოლიტიკოსი და თან ქალი–აცხადებს ირაკლი ღლონტი.

banner
წინა სტატიაში„ბიზნესკურიერი“ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამოესწრება თუ არა თხილის შეწამვლა წალენჯიხაში?