ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი შესთავაზეს

თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი შესთავაზეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

თავად ბერუჩაშვილი არ აკონკრეტებს სად გააგრძელებს საქმიანობას. მისი თქმით, მას ბევრი შეთავაზება აქვს, მათ შორის ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან.

შეგახსენებთ, თამარ ბერუჩაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. როგორც სამთავრობო ცვლილებების საკითხზე გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, სწორედ კვირიკაშვილი გადაწყვეტს, თუ სად წავა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.

banner
წინა სტატიაში“ლევან კობიაშვილი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს საიმისოდ, რომ ქართულ ფეხბურთს სათავეში ჩაუდგეს”
შემდეგი სტატიარამდენიმეკილომეტრიანი საცობი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე