“ლევან კობიაშვილი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს საიმისოდ, რომ ქართულ ფეხბურთს სათავეში ჩაუდგეს”

ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან, სადაც ლევან კობიაშვილმა საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრირა, მისი მხარდამჭერი რამდენიმე ასეული გულშემატკივარიც შეიკრიბა.

გულშემატკივრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ლევან კობიაშვილი საქმეს ღირსეულად წარუძღვება.

„ქართულ ფეხბურთში დღეს ყოვლად მიუღებელი სიტუაციაა. მდგომარეობა სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ ფეხბურთი აღარ გვექნება. ლევან კობიაშვილი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს საიმისოდ, რომ ქართულ ფეხბურთს სათავეში ჩაუდგეს. მჯერა, რომ იგი საკუთარი წესიერებითა და პროფესიონალიზმით საქმეს ღირსეულად გაუძღვება“, – განაცხადა დავით კოპალიანმა.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ზურაბ გრძელიძემ კი ქართული ფეხბურთის დანგრევაში ლევან კობიაშვილის კონკურენტი, რევაზ არველაძე დაადანაშაულა.

“აქ მოვედით ის ხალხი, რომლებსაც გული გვტკივა მომაკვდავი ქართული ფეხბურთის გამო. რევაზ არველაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მორალური უფლებაც არ აქვს, რადგან სამი პრეზიდენტის დროს ფედერაციაში მეორე-მესამე კაცი იყო და ქართული ფეხბურთის დანგრევაში აქტიური თანამონაწილეობა მიიღო. მოვედით იმიტომ, რომ გვჯერა, ფეხბურთს ლევან კობიაშვილი დაგვუბრუნებს“, – ზურაბ გრძელიძემ.

ფედერაციიდან გამოსვლის შემდეგ ქომაგებმა კობიაშვილი აპლოდისმენტებით გააცილეს.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი – საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენის შევიწროებას განაგრძობს
შემდეგი სტატიაბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი შესთავაზეს