ბედუკაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ “რუსთავი 2-სგან” ტერიტორიის დატოვება მოითხოვა

ბედუკაძე თავდაცვის მინისტრს პასუხობს

რუსთავი 2-ის მიერ ნაჩვენები გრიფით საიდუმლო მასალების მოპოვების შემდეგ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციხის კადრების საქმის გამოძიება დაიწყო, თუმცა რა მუხლით პროკურატურაში არ აკონკრეტებენ. დღეს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში კი ვლადიმერ ბედუკაძე გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა.

დაკითხვის შემდეგ ბედუკაძემ რუსთავი 2-ის გადაღებაზე ყოფნა გააპროტესტა და მოითხოვა კურიერის გადამღებ ჯგუფს ტერიტორია დაეტოვებინა. ბედუკაძემ საბოლოოდ ჟურნალისტების არც ერთ კითხვას პასუხი არ გასცა.

banner
წინა სტატიაში2016 წლიდან უკრაინა შეძლებს უარი განუცხადოს “გაზპრომს” ბუნებრივი აირის შესყიდვაზე
შემდეგი სტატია“ხელისუფლება გაურბის პოლიტიკურ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარს”