საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” უკვე თბილისშია. კლუბის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
თვითმფრინავიდან “ბარსელონას” ფეხბურთელები და დელეგაციის წევრები ავტობუსში დასხდებიან და სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაემგზავრებიან.
თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება “ბარსელონას” რამდენიმე უცხოელი გულშემატკივარიც.