“ბარსელონა” თბილისში გამოგზავრების ვიდეოს ავრცელებს

ესპანეთის “ბარსელონა” თბილისში გამოემგზავრა. “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე კლუბმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ფეხბურთელები აეროპორტში თბილისში გამოსამგზავრებლად საპასპორტო რეგისტრაციას გადიან.
“ბარსელონა” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით, 15:30 საათზე ჩამოფრინდება.
ასევე, გუნდმა გამოაქვეყნა შემადგენლობა, რომელსაც თბილისში ჩამოიყვანს. ტრავმის გამო გუნდთან ერთად არ იმყოფება ნეიმარი და, შესაბამისად, ის საქართველოს დედაქალაქსაც არ ეწვევა. ამასთან, როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში გამოქვეყნდა, “ბარსელონას” განაცხადი სუპერთასის მატჩისთვის ასეთია: ანდრე ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო, ხორდი მასიპი, დუგლას პერეირა დოს სანტოსი, ხერარდ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, პედრო როდრიგესი, ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი, ლიონელ მესი, რაფინია, ხავიერ მასკერანო, მარკ ბარტრა, მუნირ ელ-ჰადადი, სანდრო რამირესი, ხორდი ალბა, სერხიო რობერტო, ადრიანო, ტომაშ ვერმაელები, ჟერემი მატიუ, ალენ ჰალილოვიჩი, არდა თურანი და ალეიშ ვიდალი.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად არიან, თბილისში ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ ადრიანო, დუგლასი და ხორდი ალბა, ხოლო ვიდალი და არდა მატჩს ბარსელონას მიმართ დაწესებული სანქციების გამო გამოტოვებენ. “ბარსელონა” თბილისში დღეს ჩამოვა.
“ბარსელონა” სუპერთასის მატჩში “სევილიას” დაუპირისპირდება. “სევილია” საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მატჩი 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტრო – ლარის კურსზე ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაბაქოში ნაცემი ჟურნალისტი გარდაიცვალა