ბაქოში ნაცემი ჟურნალისტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი-ფრილანსერი რასიმ ალიევი გუშინ დილით ბაქოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პორტალ Minval.az-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალიევი საავადმყოფოში ნეკნების ჩამტვრევის და სმენის დაკარგვის დიაგნოზით გადაიყვანეს. გადატანილი ოპერაციების შემდეგ ჟურნალისტი გარდაიცვალა.

ჟურნალისტმა ადრე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საფეზბურთო კლუბ «გაბალას» კაპიტანთან ჯავიდ ჰუსეინოვთან ვიდეო ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც «აპოლონომთან» (კვიპროსი) თამაშის შემდეგ იყო ჩაწერილი. კვიპროსელი რეპორტიორის შეკითხვაზე, საფინალო სასტვენის შემდეგ რატომ დაიჭირა ფეხბურთელმა თურქეთის დროშა, ის პასუხობს: «თურქები ჩემი მეგობრები არიან» და შემდეგ უხერხული ხელის ჟესტს აჩვენებს. ვიდეოს კომენტირებისას ალიევმა დაწერა, რომ «ასეთმა გაუზრდელმა ფეხბურთელმა, რომელმაც არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, საკუთარი ქვეყანა უნდა წარადგინოს ევროპაში».
პასუხად, მის გვერდზე მაშინათვე გამოჩნდა შეურაცხმყოფელი კომენტარები. მოგვიანებით, თვითონ ჰუსეინოვმა დაურეკა მას და უთხრა, რომ «სინამდვილეში ის გულისხმობდა იმას, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან». შემდეგ, როგორც ირკვევა, ალიევს დაურეკა სავარაუდოდ, ფეხბურთელის ბიძაშვილმა და სთხოვა, შესარიგებლად მოსულიყო. შეხვედრაზე მისული ჟურნალისტი სასტიკად ცემა დაახლოებით 5-6-მა ადამიანმა, რომლებაც, ასევე, მისი მობილური ტელეფონი გაიტაცეს. ჰუსეინოვმა ალიევის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ინციდენტთან მას არანაირი კავშირი არა აქვს.

banner
წინა სტატიაში“ბარსელონა” თბილისში გამოგზავრების ვიდეოს ავრცელებს
შემდეგი სტატიასასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღი