ბარაკ ობამა: არ არსებობს ადამიანის მიერ გამოწვეული პრობლემა, რომელსაც ისევ ადამიანი ვერ მოაგვარებს

ობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებული

პირისპირ შეხვედრამდე ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი სადილს დაესწრნენ, რომელიც გაეროში ჩასული ლიდერებისთვის გაიმართა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთ მაგიდასთან ისხდნენ გაეროს გენერალურ მდივანთან ერთად და არაფორმალურ ვითარებაში საუბრის დროს სადღეგრძელო შესვეს.

ბარაკ ობამამ შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ არ არსებობს მსოფლიოში პრობლემა, რომელიც ადამიანმა შექმნა და რომლის მოგვარებაც შეუძლებელი იქნება. ამისთვის საეჭიროა აქტიური მუშაობა და პოლიტიკური ნება – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

“არ არსებობს ადამიანის მიერ გამოწვეული პრობლემა, რომელსაც ისევ ადამიანი ვერ მოაგვარებს. ამისთვის საჭიროა აქტიური მუშაობა და პოლიტიკური ნების არსებობა. სწორედ ამისთვის არსებობს გაერო. გარდაუვალი გამოცდებისა და წარუმატებლობის მიუხედავად, არასდროს უნდა მოვდუნდეთ პროგრესის ძიების გზაზე და ვიზრუნოთ მშვიდობისთვის,” – აღნიშნა ბარაკ ობამამ.

banner
წინა სტატიაშილოტკინის დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიაბერას „ტრაილერის“ მძღოლობიდან პატრულის ოცმეთაურამდე – “თაიმერის” ექსკლუზივი