ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთსართულიან ხის სათავსოს გაუჩნდა და დაახლოებით 80-100 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ერთი სამაშველო და 3 სახანძრო ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.