აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაიშალა

აჭარის უმაღლესი საბჭოს 9 მარტის რიგგარეშე სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ შედგა. თავდაპირველად რეგისტრაცია მხოლოდ სამმა დეპუტატმა (ავთანდილ ბერიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება- აჭარის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაში ) გაიარა, რის შემდეგაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ საკანონმდელო ორგანოს რეგლამენტის შესაბამისად განმეორებითი რეგისტრაცია გამოაცხადა.

15 წუთის შემდეგ სარეგისტრაციო ფურცელზე უმაღლესი საბჭოს კიდევ ორმა წევრმა – ანზორ თხილაიშვილმა და მერაბ აბაშიძემ მოაწერეს ხელი. ამდენად, კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა არ შედგა. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხი – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ფარული კენჭისყრით არჩევა იყო გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაშიზურაბ მელიქიშვილი: შეეშვან ძველი ამორტიზირებული შენობისთვის თბილისში თანხების ხარჯვას
შემდეგი სტატიარუსული ბაზების მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველების გასახლება ხდება