ზურაბ მელიქიშვილი: შეეშვან ძველი ამორტიზირებული შენობისთვის თბილისში თანხების ხარჯვას

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია განსახვავებულია. თუ მმართველი ძალა ქამრების შემოჭერის გზას ქუთაისის პარლამენტის დახურვაში ხედავს, “ნაციონალური” მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ თანხები თბილისის პარლამენტის ამორტიზებული შენობის შესაკეთებლად არ უნდა იხარჯებოდეს.

“ქუთაისის პარლამენტის შენობაზე მე მინდა მათ ვუთხრა, რომ შეეშვან ძველი ამორტიზირებული შენობისთვის თბილისში თანხების ხარჯვას, იმისთვის, რომ თავიანთი პირადი კომფორტი მოიწყონ და არ შეწუხდნენ ქუათაისში სიარულით, ჩაიხედონ კონსტიტუციაში, ნუ დაარღვევენ კანონს რაც თავისთავად არ გამოიწვევს დამატებითი ხარკების გაწევას ბიუჯეტიდან”,-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა

banner
წინა სტატიაშისაკანალიზაციო ჭაში მყოფ მამაკაცს მანქანამ გადაუარა
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაიშალა