რუსული ბაზების მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველების გასახლება ხდება

,,თაიმერის,, ცნობით აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის მკვიდრ როინ ხორავას და მის ორ მეზობელს ამ დილით რუსმა ოკუპანტებმა მიაკითხეს და განუცხადეს, რომ ისინი მოხვდნენ ე.წ. წითელ ზოლში და უნდა დატოვონ საცხოვრებელი . გადასახლების ვადად კი, 2 თვე მისცეს.

ოკუპანტებს, მათი დისლოკაციის სიახლოვეს გარკვეული პერიმეტრი წითელ ზოლად აქვთ გამოცხადებული და ამ ტერიტორიებზე ადგილობრივების შესვლას სასტიკად კრძალავენ. ე.წ. წითელ ზოლში მაცხოვრებელთა ყოფნა-არყოფნას დე-ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობა არა არეგულირებს და აქედან გამომდინარე უცნობია მოხდება თუ არა გასახლებული პირებისათვის კომპენსაციის გაცემა…

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაიშალა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე არმაზ ახვლედიანისგან ახსნა-განმარტებებს ელოდება