აქცია ივანიშვილის სასახლესთან-ბიზნესცენტრთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ამ წუთებში აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ბიზნესცენტრთან მობილიზებულია ათობით სამართალდამცავი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

აქციას ბიზნესცენტრთან თავისუფალი ზონის წევრები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მართავენ. ისინი რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებენ და სოლიდარობას უცხადებენ იმ 3 პირს, რომლებიც რუსთავი 2-ის მხარდაჭერისთვის დააკავეს, დღეს კი მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

რამდენიმე საათში კი აქციაზე ელოდებიან იმ 7 მოშიმნშილესაც, რომლებიც მათი დაპატიმრებული მეგობრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციაზე შეკრებილები მოითხოვენ, რომ დაუყონებლივ მოხდეს სამივე დაკავებულის განთავისუფლება.

banner
წინა სტატიაში“ბევრი თქვენთაგანი და თქვენი მომხრეები მარტოსოვზე ძველ მეგობრებს მოინახულებენ”- ნუკრი ქანთარია “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს
შემდეგი სტატიაივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ