ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ

მოვითხოვთ წავიდეს ბიძინა ივანიშვილი და მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, უსამართლობაა ის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები მიმართავენ, როდესაც არ ისჯებიან “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილე პირები, ხოლო სხვა შემთხვევაში ხდება მათი დაკავება.
საპროტესტო აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან გრძელდება. აქციის მონაწილეებს სიტყვით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მიმართავენ.

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან 2 ოქტომბერს დაკავებულ პირთა გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მის მხარდამჭერებს და “თავისუფალი ზონის” წევრებს მიტანილი აქვთ პლაკეტები, წარწერით “ბიძინა წადი” და “თავისუფლება დაკავებულ პირებს”.

banner
წინა სტატიაშიაქცია ივანიშვილის სასახლესთან-ბიზნესცენტრთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
შემდეგი სტატიაკიშინოველემბა პარლამენტის შენობის აღება სცადეს