აფხაზეთი საქართველოს 13 მილიარდის კომპენსაციას სთხოვს

აფხაზეთში რუსი ტურისტების მასიური გაქურდვა

საკადრო ცვლილებები აფხაზურ ხელისუფლებაშირუსულ-აფხაზური კომისიის დადგენილებით, ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, აფხაზეთში საკუთარ ქონებას ვერ დაიბრუნებენ მანამდე, სანამ საქართველო აფხაზეთს ომის დროს მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს – ასეთია კომისიის გადაწყვეტილება.
“რუსულ-აფხაზური კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან და წარმომავლობა აფხაზეთიდან აქვთ, ჩამოერთმევათ მათი ქონება აფხაზეთში. გადაწყვეტილება გადაიხედება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო აფხაზეთს 1992-1993 წლებში მიყენებულ ზარალს 13 მილიარდ დოლარს აუნაზღაურებს” – ნათქვამია დადგენილებაში.

კომისიის თქმით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან და წარმოშობა აფხაზეთიდან აქვთ, 15-20 წლის მანძილზე კომუნალური გადასახადები არ გადაუხდიათ და არ მოუვლიათ საკუთარი სახლებისთვის – ნათქვამია კომისიის დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთს ახალი დე-ფაქტო შს მინისტრი ჰყავს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი “ქართუ”