აფხაზები გერმანელებთან ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ

Flag_of_Germany.svg2015 წლის 7 მაისს სოხუმში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და გერმანიის ბიზნეს-დელეგაციას შორის ადრე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დე-ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით გენადი გურგულიამ ბიზნეს-დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენობაში არიან შპს „გელდენშტაინი და პარტნიორების“ გენერალური დირექტორი ვოლფჰანგ მატცკე და ლანდშაფტური კომპანია „მწვანე დაგეგმარების“ ხელმძღვანელი დირკ ჰაიდმანი.
აღსანიშნავია, რომ ადრე სავაჭრო-სამრეწველო პალატა დელეგაციის წევრების მხარდაჭრით გერმანიაში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. 2014 წლის მარტში პოსტდამში გამართულ მეწარმეების კლუბის კონფერენციაზე პალატა კლუბის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის დ. ჰეიდემანის მოწვევით იმყოფებოდა,  სადაც გენადი გურგულია მოხსენებით გამვიდა თემაზე „არსებული საინვესტიციო სიტუაცია რუსულ-აფხაზური შავიზღვისპირა სანაპიროს რეგიონში სოჭის ოლიმპიადის შემდეგ “. კონფერენციის ფარგლებში პირველად მონაწილეებისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზენტაცია მოხდა. იმავე წლის ივლისში ბერლინში აფხაზეთის ეკონომიკური და სავაჭრო-საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა მოხდა. 2015 წელს სავაჭრო პალატამ ბერლინში საერთშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2015“-ში მიიღო მონაწილეობა.
ოფიციალურ შეხვედრაზე ვიზიტის მიზნები იქნება განხილული: ინვესტიციების მოზიდვა აფხაზეთში, და გერმანიასა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
გერმანული დელეგაცია აფხაზურ საწარმოებს დაათვალიერებს და მთავრობას გერმანულ პროექტებს შესთავაზებს.
დელეგაცია 10 მაისამდე დარჩება აფხაზეთში.

timer.ge

banner
წინა სტატიაშიმოლდოვა სააკაშვილს დახმარებას თხოვს
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა პრემიერს ცვლის