მოლდოვა სააკაშვილს დახმარებას თხოვს

EN_01108622_0142საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მოლდოვა კორუფციასთან საბრძოლველად ექსპერტის რანგში იწვევს…

ეს საკითხი უკვე განიხილა მოლდოვის პრემიერმა კირილ გაბურიჩმა, უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან და თავად მიხეილ სააკაშვილთან.

გაბურიჩის აზრით, სააკაშვილს და მის გუნდს კარგი გამოცდილება აქვთ რეფორმების და მათ შეუძლიათ ექსპერტული დახმარება გაუწიონ მოლდოვის ხელისუფლებას  კორუფციის, რომელმაც შეაღწია სახელმწიფო ყველა სფეროში,  დამარცხების საქმეში… ,,მოლდოვამ თავად ვერ შეეძლო დაემარცხებინა მექრთამეობა რადგან ამ მხრივ ეფექტური ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაგმულა,, აცხადებს გაბურიჩი.

მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის მთელი მრჩეველთა საბჭოს სახელით, მზადყოფნა გამოხატა დაუყოვნებელი დახმარება გაუწიონ მოლდოვის ხელისუფლებას დაწყებული რეფორმების რეალიზაციის საქმეში.

,,მოლდოვის პრემიერმინისტრს აქვს საკმაო პოტენციალი იმისთვის, რომ განახორციელოს ქვეყანაში რეალური ცვლილებები. წარმატების მისაღწევად საჭიროა კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება და ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა. კირილ გაბურიჩი ახლა არა მხოლოდ მოლდოვის, არამედ რეგიონის იმედია. მნიშველოვანია, რომ მისმა სურვილებმა მხარდაჭერა ჰპოვოს,, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიშოკუნიები თქვენა ხართ, იმიტომ, რომ თქვენ გინდათ, შოკი იყოთ და არ გამოგივიდათ ეგ ამბავი და ვერც გამოგივათ–ნოდარ ხადური
შემდეგი სტატიააფხაზები გერმანელებთან ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ