“არ ვტოვებ, ქართულ ოცნებას და ფრაქციას, ვემსახურები საქართველოს”, – სვეტლანა კუდბა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, დეპუტატმა სვეტლანა კუდბამ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. დეპუტატამა საჯაროდ განაცხადა, რომ ის იყო და რჩება ქართული ოცნების წევრად და არც ფრაქცია ქართული ოცნების დატოვებას აპირებს. განცხადების გაკეთებას მედიისა და საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნის.

“არ ვტოვებ ქართულ ოცნებას და ფრაქციას, ვემსახურები საქართველოს, მათ და ყველანაირად შევძლებ მათ დახმარებას”, – განაცახდა სვეტლანა კუდბამ.

ის ყოველგვარ ზეწოლას უარყოფს. თუმცა აღნიშნა, რომ შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და მას სჯერა, რომ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას აუცილებლად დაიბრუნებს.

ცნობილია, რომ ქართული ოცნებიდან სვეტლანა კუდბას გარიცხვის საკითხი რანდენიმე თვის წინ იდგა.

მისი ხმა აჭარის უმაღლეს საბჭოში განხორციელებული ცვლილებების დროს გადამწყვეტი იყო, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან გადააყენს.

იყო საუბარი ასევე, რომ მასზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირება – სავალუტო ფონდის რეკომენდაცია
შემდეგი სტატია“ამ კანიბალიზმის შორიდან ყურება დანაშაულია“ – შალვა ნათელაშვილი ასირიელ ბავშვებზე