ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირება – სავალუტო ფონდის რეკომენდაცია

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირებას ურჩევს. ორგანიზაციამ მიმდინარე მონაცემები გამოაქვეყნა.

ჯერ უცნობია, როდის გეგმავს ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ნაკლები მოლოდინის მონაცემებზე გადაწყობას.

“როგორც კი შეჯამდება პირველი კვარტლის მონაცემები, გაანალიზდება. მთავრობა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგენს თავის პოზიციას, საჭიროა თუ არა ბიუჯეტის შემცირება და რა კუთხით,” – აცახდებს ზურაბ ტყემალაძე.

ნაციონალური მოძრაობის განმარტებით, 2 პროცენტის მიღწევაც რთული იქნება.

“საქართველოს ეკონომიკა ვერ გაიზრდება 5 პროცენტით. ეს დანამდვილებით ვიცით უკვე. მათ შორის სავალუტო ფონდმაც განაცხადა, რომ შესამცირებელია 2 პროცენტამდე. თუმცა, ჩვენი აზრით, 2 პროცენტის მიღწევაც რთული იქნება,” – განაცახდა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე ჯოკია ბოდოკიას საქმეზე სასამართლოში დაიკითხება
შემდეგი სტატია“არ ვტოვებ, ქართულ ოცნებას და ფრაქციას, ვემსახურები საქართველოს”, – სვეტლანა კუდბა