„არ არის სასიამოვნო ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი რამდენიმე დღეში 2%-იანით იცვლება“

ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრცევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური პროგნოზირება უფრო სრულყოფილი იყოს. ამის შესახებ აბაშიშვილმა 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის, 2%-მდე შემცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. „მთლიანობაში, ქვეყანაში მნიშნელოვანია, რომ მაკროეკონომიკური პროგნოზირება უფრო სრულყოფილი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ თავისთავად ცხადია, არ არის სასიამოვნო ფაქტი, როდესაც 5%-იანი პროგნოზი რამდენიმე დღეში 2%-იანი პროგნოზით იცვლება. თუმცა საბოლოო ჯამში, ეს არის ეკონომიკური ზრდის შენელება და თავისთავად ცხადია, მათ შორის იმ ობიექტური რეალობების გათვალისწინებით, რომელიც საგარეო ფაქტორებით გამოწვეულ სავალუტო კრიზისს შეეხებოდა, რაც თავისთავად ცხადია, შემდგომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ეკონომიკური ზრდის შენელებაში აისახა“, – განაცხადა აბაშიშვილმა. კითხვაზე გეგმავს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიუჯეტის შემცირებას. აბაშიშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს ყოველგვარი ერთობლივი კორექტირების გარეშე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა მოხდა. „ამ ნაწილში ჩვენი მხრიდან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა იყო გამოთქმული. ამ საკითხზე დეტალებზე კონსულტაციები გრძელდება“, – განაცხადა აბაშშვილმა. პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრება.

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 1 ივლისს დაიწყება
შემდეგი სტატია“თუ პირდაპირი განკარგვის უფლება არ გვექნება, ოჯახებისთვის ბინების გადაცემას, ვერ შევძლებთ”