არსებული ინფორმაციით, თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო თბილისში მაშველების გამოსაგზავნად მზადყოფნას გამოთქვამს

stiqia 213 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. ტარდება ოპერატიული ღონისძიებები მტაცებლებებისგან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და ცხოველების დასაბრუნებლად. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, დატობირილია საცხოვრებელი სახლები. მოკლე დროში მოსულმა უხვმა ნალექმა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გამოიწვია მეწყერი.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. საგანგებო შტაბის თათბირზე გადაწყდა, რომ დღეს დედაქალაქში რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი დაიკეტება. შექმნილი ვითარების გამო საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქში, განსაკუთრებით გმირთა მოედნის, ზოოპარკის, ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან. ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას საპატრულო პოლიცია გაავრცელებს. საგანგებო შტაბის დავალებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია ყველა აუციელებელი რესურსი. მოქმედებს ცხელი ხაზი 112. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: გარდაცვლილებს ვერ დავაბრუნებთ და ეს ძალიან მძიმეა
შემდეგი სტატიათავდაცვის პეცტექნიკა ზარალის აღმოსაფხვრელად მუშაობს