გიორგი მარგველაშვილი: გარდაცვლილებს ვერ დავაბრუნებთ და ეს ძალიან მძიმეა

margvelashvili1საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის ზონაში იმყოფება. პრეზიდენტი ყოფილი “ლაგუნა ვერეს”, გმირთა მოედნის, ვაკე-საბურთალოს გზის დატბორილ მონაკვეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ათვალიერებს. გიორგი მარგველაშვილმა გარდაცვლილთა ოჯახებსაც მიუსამძიმრა და დაზარალებულებს მერიის სამსახურებთან ერთად დახმარებასაც დაპირდა.
“დაძლევადია ყველაფერი, გზაც აღდგენადია. ბუნებრივია, ასეთ მომენტში ის რაც ძალიან გამძიმებს ადამიანს არის ადამიანური მსხვერპლი, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ, გვაქვს. მუშაობენ სამსახურები და ჩვენ ჩავერთვებით სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს, თუმცა გარდაცვლილებს ვერ დავაბრუნებთ და ეს ძალიან მძიმეა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტთან ერთად სიტუაციას ადგილზე ეცნობა ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა