არასამთავრობო ორგანიზაციებმა ლარის დევალვაციაზე იმსჯელეს

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ლარის კურსთან დაკავშირებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან, შეხვედრა გამართა.

როგორც “აფბას” პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი იყო, ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით, კომპლექსური მიდგომები წარმოდგენილიყო.

“არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს. ასევე, გამორიცხული არ არის, მომავალში, ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას, რათა ეროვნულო ბანკს რეკომენდაციების სახით, ჩვენი პოზიცია გავაცნოთ”, – აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ.

“აფბას” პრეზიდენტმა კომენტარი ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებითაც გააკეთა. ჭიჭინაძის თქმით, მთავარია საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა ეფექტურად გატარდეს.

“ის, თუ რომელი ქუდის ქვეშ იქნება აღნიშნული სტრუქტურა, ვფიქრობ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს”, – აღნიშნა “აფბას” პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკანცელარიასთან აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი დააკავეს
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციასთან ერთსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა