კანცელარიასთან აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი დააკავეს

პოლიციამ, მთავრობის ადმინისტრაციასთან, მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო მაჭავარიანი დააკავა.

როგორც  შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მაჭავარიანი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაგეგმილი აქციის მომზადებისას მას შემდეგ დააკავეს, რაც ის პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
უწყების განმარტებით, მაჭავარიანი ადმინისტრაცილი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
banner
წინა სტატიაშიგორის რაიონულ სასამართლოში “თავისუფალი ზონის” წევრების პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციებმა ლარის დევალვაციაზე იმსჯელეს