ანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ამაღამ სპეცრეისით სამშობლოში დააბრუნებენ

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ღამით სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ, – ამის შესახებ “თაიმერს” საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.
“ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ თურქეთის ქალაქ ანტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას. მგზავრებს შორის იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვები. მთავრობის მეთაურმა დაავალა სპეციალურ სამსახურებს, დაადგინონ რა გახდა მომხდარის მიზეზი და მოახდინონ რეაგირება. დღესვე საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ. ხარჯებს საქართველოს მთავრობა გაიღებს”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიყირიმს პუტინის მეგობარი ბერლუსკონი პირადი ვიზიტით ეწვია
შემდეგი სტატიაპენტაგონმა სირიაში რუსული თვითმფრინავები და “მწვანე კაცუნები” დააფიქსირა