ყირიმს პუტინის მეგობარი ბერლუსკონი პირადი ვიზიტით ეწვია

ყირიმს პუტინის მეგობარი ბერლუსკონი პირადი ვიზიტით ეწვია

b6იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი ყირიმს პირადი ვიზიტით ეწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ბერლუსკონი ნახევარკუნძულზე თავის მეგობარს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. მათი შეხვედრის შესახებ, რომელიც მეგობრულ ხასიათს ატარებს, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა განცხადება.

ჩვენ ვიცით, რომ მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთან. მსგავსი შეხვედრები იმიტომ დგება, რომ ერთმენეთს აზრი გაუზიარონ არა მხოლოდ მდგომარეობის, არამედ, განვითარების და რუსეთ-იტალიის ორმხრივი პოერსპექტივების შესახებ” -განაცხადა პესკოვმა.
ივლისის ბოლოს საფრანგეთის ეროვნული კრების 10 დეპუტატს, რომლებმაც ყირიმი მოინახულეს, უკრაინაში 3 წლით აეკრძალათ შესვლა.
ყირიმი 2014 წელს რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას აღიარებს.

b5ყირიმს პუტინის მეგობარი ბერლუსკონი პირადი ვიზიტით ეწვიაყირიმს პუტინის მეგობარი ბერლუსკონი პირადი ვიზიტით ეწვია

b6

banner
წინა სტატიაში„ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპის დასაწყისია
შემდეგი სტატიაანტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ამაღამ სპეცრეისით სამშობლოში დააბრუნებენ