ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიის საწინააღმდეგო ადრეული შეტყობინების დანაგდარები განთავსდება

ამალი-დევდორაკის ხეობაში არსებული სტიქიური მოვლენების საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში იმსჯელეს.

შვეიცარიიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტები ამალი-დევდორაკის ხეობაში წინასწარი გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით მოამზადებენ დასკვნას. რის საფუძველზეც განისაზღვრება რა სახის მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს წინასწარი შეტყობინებისთვის.

შვეიცარიელი ექსპერტები ყაზბეგში რამდენიმე დღის განმავლობაში სწავლობდნენ სტიქიურ ზონას, ვერტმფრენით დაათვალიერეს მყინვარი დევდორაკი და ამალის ხეობა. სპეციალისტებმა ადგილზე შეარჩიეს ტერიტორიები, სადაც განლაგდება ადრეული შეტყობინების სისტემისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები.

შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ ნადირაშვილი, შვეიცარიიდან მოწვეული ექსპერტები და სამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი – დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის
შემდეგი სტატიაზვიად ჯანყარაშვილი ირაკლი კორძაიას უჩივის