აზერბაიჯანში მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია

აზერბაიჯანის შეკის რაიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ შეკიდან 29 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბიძგების სიმძლავრემ რიხტერის შკალით ეპიცენტრში კი – 7 ბალი, ხოლო ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში – 5-6 ბალი იყო.
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა, განსაკუთრებით საგრძნობი კი კახეთის რეგიონში იყო.

აზერბაიჯანში დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ბიძგები თბილისის დროით 08.49 საათზე დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაში,,ისინი რომ სირიელი ბავშვები არ ყოფილიყვნენ… ,, (ფოტოები)
შემდეგი სტატიართველი დედოფლისწყაროდან დაიწყება