რთველი დედოფლისწყაროდან დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა.
როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, სავარაუდოდ, რთველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ სამთაწყაროდან დაიწყება.
“რამდენიმე ქარხანამ რთველი პრინციპში დაიწყო და დღედღეზე ველოდებით, რომ დაიწყება მთელ რეგიონში. შტაბი შექმნილია და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ასევე არის საკოორდინაციო ჯგუფი და ცოცხალ რეჟიმში შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ, როგორ მიმდინარეობს პროცესები”, – განაცხადა დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი: სასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს