ავიაკატასტროფას ინდონეზიაში 30 ადამიანი ემსხვერპლა

ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ინდონეზიაში, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა.

ქალაქ მედანში აფრენიდან რამდენიმე წუთში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია სულ მცირე 30 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს და სასტუმროს დაეცა. კატასტროფის შემდეგ შენობებს ხანძარი მოედო.

სამხედრო მეთაურობის ცნობით თვითმფრინავის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, დანარჩენი დაღუპულები კი სავარაუდოდ ადგილობრივები არიან. კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშისტიიის დროს დაკარგული სამი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიახმაური სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე- იური ვაზაგაშვილის და ბრალდებულის ახლობლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა