ხმაური სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე- იური ვაზაგაშვილის და ბრალდებულის ახლობლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურით დაიწტო. იური ვაზაგაშვილის დას მანანა ვაზაგაშვილსა და ბრალდებულების ახლობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“მე უფრო ბედნიერი ვარ დღეს, ჩემი ძმა სასუფეველშია და ის პატიოსანი ადამიანი იყო. როგორ დავწყნარდე, 2 ოჯახის წევრი მომიკლეს”, – მიმართა მანანა ვაზაგაშვილმა ბრალდებულების ახლობლებს.

ბრალდებულ ცააძის დამ მის საპასუხოდ ვაზაგაშვილს უთხრა, რომ მიმდინარე პროცესი სპექტაკლია.

“დავიღალე თქვენი სპექტაკლების მოსმენით. რამდენჯერ გინდოდათ ჩემი ძმის მოკვლა მაგრამ არ გამოგივიდათ”, -აღნიშნა ცააძის დამ. ამასთან დარბაზიდან მანანა ვაზაგაშვილს ერთ-ერთმა დამსწრემ მიაძახა “გაგეზარდათ ნორმალური შვილი და არ მოგიკლავდნენ”.

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. დღეს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბრალდების მხარე პროცესზე შესავალ სიტყვას იტყვის.

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფას ინდონეზიაში 30 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური : ვეტოს დავძლევთ