ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობას ახალი მეჩეველი ჰყავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად მაიკლ ო’ბოილი დაინიშნა

მაიკლ ო’ბოილს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. იგი ამ დრომდე იკავებდა სასამართლოს რეგისტრატორის პირველი მოადგილის თანამდებობას. 1973-77 წლებში ასწავლიდა საჯარო სამართალს ქუინსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი არის არაერთი სტატიის ავტორი და მრავალი გამოცემის თანაავტორი. 2015 წლის ივლისში ქუინსის უნივერსიტეტი აპირებს მაიკლ ო’ბოილს მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება საჯარო სამსახურში შეტანილი წვლილისთვის.

მიმდინარე კვირის განმავლობაში მაიკლ ო’ბოილი შეხვედრებს მართავს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, იუსტიციის მინისტრთან, მთავარ პროკურორთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრის თანაშემწესთან ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანია საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმების, პროკურატურის, მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება.

აღნიშნული ვიზიტი მაიკლ ო’ბოილისთვის საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის რანგში პირველია.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთმა ევროკავშირის საემიგრაციო წესებზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაპუტინის მხარდამჭერთა რაოდენობამ 90 %-ს მიაღწია