უნგრეთმა ევროკავშირის საემიგრაციო წესებზე უარი თქვა

უნგრეთმა ევროკავშირის საემიგრაციო წესებზე უარი თქვა

უნგრეთმა ევროკავშირის საემიგრაციო წესებზე უარი თქვაუნგრეთმა ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკის წესები საკუთარ ტერიტორიაზე დროებით შეაჩერა, რომლის თანახმადაც მისი უფლებამოსილებაა იმ მიგრანტების მიღება, რომელთაც ევროკავშირის სხვა ქვეყნები საკუთარი ტერიტორიებიდან გამოაძევებენ თუკი ისინი სხვა ქვეყნებში უნგრეთიდან არიან შესულები.

უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა ხელისუფლების გადაწყვეტილება
შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ქვეყანას მიგრანტების მიღების რესურსი ჯერჯერობით არა აქვს.
განცხადება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც უნგრეთმა სერბეთიდან შემომავალი მიგრანტების შესაჩერებლად 187 კილომეტრის სიგრძის კედლის აშენება გადაწყვიტა საზღვართან.

ოფიციალური მონაცემებით წელს ქვეყანაში 60 ათასი მიგრანტია შესული.
«უნგრეთმა ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენა. სიტუაცია ექსტრემალური ზომების მიღებას ითხოვს. ამ უნგრეთისთვის გაუარესებულ მდგომარეობაში ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს და არ დაელოდოს ევროკავშირის პასუხს» – ამბობს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკაზე საუბრისას.
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნგრეთს მოსთხოვა დაუყოვნებლივ გააკეთოს ახსნა-განმარტებები მათ ახალ პოზიციასთან დაკავშირებით.
უნგრეთის მთავრობამ საემიგრაციო პოლიტიკის მთავარ პრინციპზე, რომელიც «დუბლინით» არის ცნობილი, უარი თქვა. დუბლინი გულისხმობს იმას, რომ მიგრანტები, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შესული არიან უნგრეთის გავლით, უკან, უნგრეთში უნდა დაბრუნდნენ.
დუბლინის ხელშეკრულება დიდი ხანია სადავო საკითხი გახდა თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ის გადახედვის პროცესში იმყოფება.

უნგრეთისგან პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის მიგრანტების უფლებებს არღვევს.
ევროკავშირი ქვეყნისგან პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრას და ახსნა-განმართებებს მოითხოვს.

banner
წინა სტატიაში„უკრაინა არ არის რუსეთის ქმედებების ერთადერთი მსხვერპლი, მისი მსხვერპლია საქართველოც,”-დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობას ახალი მეჩეველი ჰყავს