აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა ივნისის ბოლოს გაიმართება

1355380612_abashidze_karasiniაბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, გაფართოებული შემადგენლობით, ანუ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით შედგება.
“მორიგი შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი. შეიძლება, იყოს ივნისის ბოლოს, მაგრამ ეს ჯერ დაზუსტებული არ არის. რაც შეეხება ფორმატის გაფართოებას, ალბათ ასე მოხდება და დაემატება ეკონომიკის სამინისტროდან თითო წარმომადგენელი. როგორც იცით, აქამდე შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ექსპერტი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ განიხილება ორი ქვეყნის უმაღლესი პირების შეხვედრის საკითხი, აბაშიძის მტკიცებით “ასეთი მზადება აქამდე ნამდვილად არ ყოფილა”

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღეს
შემდეგი სტატიაჯანდაცვა დამოუკიდებლობის დღეს მსურველებს ჰეპატიტზე ტესტირებას სთავაზობს