სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღეს. მათ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “წითელ ხიდზე” 1994 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 194 ათას 400 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.