ФСБ-ს კავშირი დავით გარეჯთან – რა გზა გაიარა 1936-38 წლების რუკამ საქართველოში მოხვედრამდე

და მაინც საიდან მოვიდა რუკა, რომელსაც ქართული ოცნება ახლა იყენებს უდანაშაულო ადამიანების დასაჭერად, ოპონენტების პოლიტიკურად გასანეიტრალებლად. ის თავდაცვის სამინისტროს გადსაცა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელსაც თურმე აქვს ასეთი ჰობი, დაძვრება საბჭოთა არქივებში და ეძებს საიდუმლო რუკებს.

ამ ადამიანს კი 1936-38 წლებში შედგენილი რუკის მოძიება დაავალა რუსულ-ქართული წარმომავლობის ბიზნესმენმა ბეჟან მაისურაძემ. ეს უკანასკნელი, სხვათშორის, იგორ გიორგაძის მეგობარია და მასთან ერთად საქველმოქმედო ფონდიც აქვს დაფუძნებული. მაგრამ ყველაზე საინტერესო იწყება ამ თხოვნის შემდეგ – ხიდაშელი ჯერ ერთ რუსულ გასამხედროებულ ინისიტუტში პოულობს ამ რუკას, შემდეგ კი მიდის და ამ რუსკის შესწავლას ავალებს უშიშროებასთან დაკაშირებულ მეორე რუსულ ინსტიტუტს. ასკვნის, რომ ვიღაცეებმა ქართული მიწა გაასხვისეს, ჩამოდის თბილისში და მის ცნობას უტყუარ ფაქტად იღებს თავდაცვის სამინისტრო. არადა წესით, ამ უწყებაში ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, რომ რუსეთიდან მიღებული ასეთი საჩუქარი – ჩვეულებრივი ნაღმია.

მთავარი არხი

banner
წინა სტატიაშიაბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში აშენდა ხიდი, რომელიც ქალაქის ცენტრთან 7 სოფელს აკავშირებს
შემდეგი სტატიაუცნობი რუკა – შესაძლო პანდორას ყუთი, რომლითაც საქართველო კრემლის ხაფანგში აღმოჩნდება