აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში აშენდა ხიდი, რომელიც ქალაქის ცენტრთან 7 სოფელს აკავშირებს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნისა და ტყვირის შიდა სამიმოსვლო საავტომობილო გზაზე ახალი ხიდი აშენდა, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრთან 7 სოფელს აკავშირებს.
საავტომობილო გზაზე არსებული ძველი ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა, მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა ხიდის საყრდენი და სრულად დაინგრა.
ხიდის ნგრევის შედეგად შეიზღუდა სასწრაფო დახმარების, სახანძრო ავტომანქანის, სასკოლო ავტობუსების გადაადგილება.
ახალ ხიდზე თავისუფალი მოძრაობის საშუალება აქვს ყველა სახის ტრანსპორტს. ხიდი მონაცემებით ყველა თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას აკმაყოფილებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 588 987 ლარით დაფინანსდა.

banner
წინა სტატიაშიმალე მივიღებთ უივანიშვილო „ქართულ ოცნებას“ და უხელისუფლებო სახელმწიფოში აღმოვჩნდებით
შემდეგი სტატიაФСБ-ს კავშირი დავით გარეჯთან – რა გზა გაიარა 1936-38 წლების რუკამ საქართველოში მოხვედრამდე