МН17-ის გამოძიება: რაკეტა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკიდან იყო გაშვებული

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უკრაინის თავზე მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის МН17-ის ჩამოგდების საქმეს იძიებს, ავრცელებს, რომ ლაინერი სნეჟნოვოს დასახლებული პუნქტიდან გაშვებული რაკეტით იქნა ჩამოგდებული. მტკიცებულების სახით, დაღუპულების ნათესავებს წარუდგინეს ფოტო და ვიდეოჩანაწერი, ასევე, საუბრის ჩანაწერი. გამოძიების თქმით, გამშვები მოწყობილობა

11საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უკრაინის თავზე მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის МН17-ის ჩამოგდების საქმეს იძიებს, ავრცელებს, რომ ლაინერი სნეჟნოვოს დასახლებული პუნქტიდან გაშვებული რაკეტით იქნა ჩამოგდებული.
მტკიცებულების სახით, დაღუპულების ნათესავებს წარუდგინეს ფოტო და ვიდეოჩანაწერი, ასევე, საუბრის ჩანაწერი.
გამოძიების თქმით, გამშვები მოწყობილობა “ბუკი”, საიდანაც თვითმფრინავის ჩამოსაგდებად რაკეტა იქნა გაშვებული, უკრაინაში რუსეთიდან იყო შემოტანილი. მათ კატასტროფაში ეჭვმიტანილების ასკაციანი სიაც აქვთ.

დაღუპულთა ნათესავების თქმით, ინფორმაცია, რომელიც მათ წარუდგინეს, ამომწურავია.
МН17-ის კატასტროფის დროს და ახლაც, სნეჟნოვოს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის პრორუსული სეპარატისტები აკონტროლებენ.

საეთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში შედიან წარმომადგენლები ნიდერლანდებიდან, ავსტრალიიდან, მალაიზიიდან, ბელგიიდან და უკრაინიდან. ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით მუშაობს. მათი დასკვნები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი შეიძლება გახდეს – “ბიბისი” წერს.

კატასტროფა 2014 წლის ივლისში მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ეგზიტპოლი და არჩევნების შეფასებისთვის არანაირი დატვირთვა არ ექნება”
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: ყველა პარტია, რომელიც ქვეყანაში გადატრიალებას გეგმავს, არის სრულიად მიუღებელი