ზვიად ძიძიგური: ყველა პარტია, რომელიც ქვეყანაში გადატრიალებას გეგმავს, არის სრულიად მიუღებელი

ყველა პარტია, რომელიც გადატრიალებას გეგმავს ქვეყანაში,რა თქმა უნდა, არის სრულიად და კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას შეეხებოდა.

„ყვრლაფერს თავის სამართლებრივი ჩარჩო აქვს. თუ რომელიმე პარტია თვლის საჭიროდ, რომ ეს არის მისი მოთხოვნა, მან სამართლებრივადაც უნდა იმოქმედოს. უნდა შეიტანოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადა და სთხოვს რეგისტრაციიდან მოხსნას. ამის შემდეგ საქმე სასამართლომდე მივა. ასეთი საკითხები სამართლებრივ სახელმწიფოში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უნდა გადაწყვიტოს სამართლიანმა სასამართლომ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიМН17-ის გამოძიება: რაკეტა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკიდან იყო გაშვებული
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ანეკდოტების მოყოლაზე არიან გადასული