В ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს

გარკვეული პროდუქტებით კვებას შეუძლია თავიდან აგვარიდოს პრობლემებს მეხსიერებასთან მიმართებით. ამაში დარწმუნებულია ფინელი მეცნიერი სატუ იუვიაკორპი. როგორც მან ფინურ გამოცემა “Helsingin Sanomat”-ს განუცხადა, В ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, ალკოჰოლი და თამბაქო ნეგატიურად მოქმედებს მეხსიერებაზე. განსაკუთრებულ რისკს კი წარმოადგენს ცხიმიანი პროდუქტებით კვება.

არაბალანსირებული კვების შედეგად უჯრედის მემბრანა მკვრივი ხდება, უარესდება უჯრედების მიერ სინგალების გაცვლა, ხოლო ტვინს აღარ ძალუძს უკვე დიდი მასშტაბებით ინფორმაციის გადამუშავება. სატუ იუვიაკორპი გვთავაზობს ხშირად მივირთვათ თევზეული, რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით В ჯგუფის ვიტამინებს. სწორედ В ვიტამინი გახდის მემბრანას უფრო თხელს და დააბალანსებს უჯრედების მიერ სიგნალების გაცვლას.
მეცნიერი იძლევა რეკომენდაციას ხშირად გამოვიყენოთ კულინარიაში ზეითუნის ზეთი და ზღვის პროდუქტები.

banner
წინა სტატიაშიყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ინგა გრიგოლიას შვილის ქორწილში
შემდეგი სტატიაუსამართლობაა, როცა ქალაქის ცენტრში ერთ ლარად იღებ უზარმაზარ ქონებას და კახა ბენდუქიძე მოკლეს, გაუხეთქეს გული – მიხეილ სააკაშვილი