უსამართლობაა, როცა ქალაქის ცენტრში ერთ ლარად იღებ უზარმაზარ ქონებას და კახა ბენდუქიძე მოკლეს, გაუხეთქეს გული – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

სააკაშვილის პირველი კომენტარი უკრაინის პრეზიდენტობაზე„უსამართლობაა ელემენტარული, როცა ქალაქის ცენტრში ერთ ლარად იღებ უზარმაზარ ქონებას და კახა ბენდუქიძე მოკლეს იმის გამო, რომ 9 მილიონად იყიდა ხავსმოკიდებული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი,” – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერთან მიწების გადაცემის საკითხს ეხმაურება და შედარებას კახა ბენდუქიძის საქმიანობასთან აკეთებს.

„უსამართლობაა ელემენტარული, როცა ქალაქის ცენტრში ერთ ლარად იღებ უზარმაზარ ქონებას და კახა ბენდუქიძე მოკლეს იმის გამო, რომ 9 მილიონად იყიდა ხავსმოკიდებული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი. თავის დროზე ბაბუაჩემი მუშაობდა იმ ინსტიტუტში და კარგად ვიცი, რა მდგომარეობაში იყო. 9 მილიონი ლარი გადაიხადა და კიდე ბევრად მეტი ჩადო და ამისთვის აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და გააქციეს ქვეყნიდან და პრაქტიკულად, გაუხეთქეს გული. ეს ლარად იღებს და ვითომ არაფერი,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

https://youtu.be/8IpQzL9ntM8

banner
წინა სტატიაშიВ ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს
შემდეგი სტატიააშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში და პირველი მესიჯი