ზუგდიდის საკრებულოს უფროსის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას დაჭრაში ბრალდებული პირი გ.ჭ. დააკავეს. დაკავებული ადგილობრივი მცხოვრებლია. ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით, მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქად დაზიანებასა და ცეცხსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას გულისხმობს
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა 27 სექტემბერს, ღამის საათებში დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში ჰქონდა მიყენებული.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო სტიპენდიას აწესებს
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, ლარის მერყეობა რბილად გადაილახება – გახარია