დარწმუნებული ვარ, ლარის მერყეობა რბილად გადაილახება – გახარია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ლარის გაუფასურებას მოლოდინებს და სეზონურობის ფაქტორს უკავშირებს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეროვნული ვალუტა გამყარდება. გახარიას თქმით, ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესებულია, მათ შორის ექსპორტი, ფულადი გადმორიცხვები და ტურიზმი.

“შარშან მოლოდინები და სეზონურობა რბილად გადავლახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება. სეზონურობის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ მოქნილები”, აღნიშნა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის საკრებულოს უფროსის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაადვოკატი: ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს