ვინ არის ის, ვინც თურქეთში სამხედრო გადატრიალებას აწყობს

ვინ არის ის, ვინც თურქეთში სამხედრო გადატრიალებას აწყობს

66ფატხულახა გიულენი უდგას სათავეში თურქეთში მიმდინარე სამხედრო გადატრიალებას, რომელიც არა მხოლოდ თურქული საზოგადოებისათვის არის ცნობილი.

ფატხულახა გიულენი 1941 წლის 27 აპრილს თურქეთში, ერზრუმის მხარეში მდებარე სოფელ კურუჯუკში დაიბადა. მისი ოჯახი 1949 წელს ალვანის დასახლებაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი მამა იმამი გახდა.
1951 წელს ის ყურანის პროფესიონალი წამკითხველი გახდა. 1959 წელს მეჩეთში მეორე იმამი ხდება.
1961 წელს ანკარას სამხედრო სკოლაში იწყებს სწავლას. 1964 წელს ყურანის მანწავლებლად იწყებს მუშაობას, ასევე ხდება მეჩეთის იმამი.
1965 წელს მოძღვარად დაინიშნა ქალაქ კირკლარელში, საიდანაც ერთ წელიწადში გადაიყვანეს იზმირში ღვთისმსახურ-მოძღვარის პოზიციაზე.

1977 წელს პირველ ქადაგებას კითხულობს სტამბოლში. 1977 წელს მეორე ქადაგებას კითხულობს სულტანახმეტის სტამბოლის ტაძარში.
1980 წლის 12 სექტემბერს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ის შვებულებაში გადის. 1981 წელს ღვთისმსახურის თანამდებობიდან განცხდების საფუძველზე გადადგა.
1986 წელს დააკავეს ქალაქ ბურდურში, მაგრამ დაკითხვის შემდეგ გაუშვეს.
1986 წელს ისევ კითხულობს ქადაგებას მეჩეთში. 1986 წელს მოილოცა, ამ დროისთვის მას ქვეყნიდან აკრძალული აქვს გასვლა, მაგრამ დაბრუნებული მთავრობას ბარდება, ის უდანაშაულოდ ცნეს და გაანთავისუფლეს.
1994 წელს მონაწილეობა მიიღო ჟურნალისტებისა და მწერლების ფონდის გახსნაში, და ის საპატო პრეზიდენტად დაინიშნა.
1999 წლიდან ის მკურნალობს აშშ-ში და ქვეყანაში არ დაბრუნებულა.
2004 წელს გულის ოპერაცია გადაიტანა.

ფატხულახა გიულენი 60-ზე მეტი წიგნის ავტორია, რომელიც სულიერების, მორალის, ეთიკის, ეკონომიკის პრობლემებს ეხება. დაწერილი აქვს 600-ზე მეტი სტატია, კითხულობდა ლექციებს. მისი წიგნები გადათარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, გერმანულ და სხვა ენებზე. 2001 წელს თურქეთის მწერალთა კავშირმა კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა.

თურქეთის პრეზიდენტმა ფატხულახა გიულენს არა ერთხელ დასდო ბრალი არაოფიციალური ორგანიზაცია “პარალელური სტრუქტურის” ჩამოყალიბებაში, რომლის მიზანი, ერდორანის აზრით, თურქეთის მთავრობის ჩამოგდება იყო. ოფიციალური ანკარა გიულენის მომხრეებს “პარალელურ სახელმწიფოს” უწოდებს. ერდორანის თქმით, მას უნდა თურქეთის მთავრობის დამხობა.

2013 წელს პროკურატურამ ორდერი გასცა გიულენის დასაკაევბლად, რომელსაც ბრალად ედებოდა ტერორისტული ორგანიზაციის მართვა.
დღეს ის თურქეთში სამხედრო გადატრიალებას ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაში(video) თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს მოკულია 17 პოლიციელი
შემდეგი სტატიაობამამ განაცხადა, რომ არჩეულ მთავრობას მხარი უნდა დაუჭირონ