(ვიდეო) ოთარ დანელია: მატვილში მწიფდება პოლიტიკური კრიზისი

შემაშფოთებელია, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტოვებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომას და რეგიონში ჩასული არ მინახავს, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განაცხადა.

 

დანელიამ ასევე ხაზი გაუსვა მარტვილში შექმნილ მდგომარეობას და პარლამენტის თავმჯდომარეს პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მოგვარებაში ჩართვისკენ მოუწოდა.

“მწიფდება პოლიტიკური კრიზისი და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, ჩაერიოთ სიტუაციის გარკევევაში. ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ასევე ხელს უწყობს ამ პრობლემის კიდევ უფრო ესკალაციას”, – განაცხადა დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება მიხეილ ჯანელიძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიარუსთავის მერმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხა