რუსთავის მერმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხა

რუსთავში წიგნის კითხვის კვირეული დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის მერმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხა.

ირაკლი ტაბაღუა პროექტს – „მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი“ შეუერთდა და დღეს მე-17 ბაღის აღსაზრდელებს ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარი „თორმეტი თვე“ წაუკითხა.

პროექტი რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები რუსთავის საბავშვო ბაღებს ეწვევიან და აღსაზრდელებს ზღაპრებს წაუკითხავენ.

წყარო: “პირველი არხი”

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ოთარ დანელია: მატვილში მწიფდება პოლიტიკური კრიზისი
შემდეგი სტატიათბილისში,კიროვის ქარხანაში ხანძარია