აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება მიხეილ ჯანელიძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებას პასუხობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკების მიმართ ახალ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, შერიგების პოლიტიკის ფარგლებში წინადადებების ახალ პაკეტზე მუშაობენ.

მინისტრის ამ განცხადებასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “გვინდა შეგახსენოთ, რომ მრავალი წლის მანძილზე აფხაზური მხარის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მისაღები კომპრომისები გამოინახოს, რომელიც აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტის მხარეებისადმი დაძაბულობას შეამცირებს და დიალოგის სრულფასოვან და თანაბარუფლებიან წარმართვას გახდის შესაძლებელს. გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის დაწყების შესახებ, თუმცა, საქართველოს მთავრობა, პრაქტიკულად იგნორირებას უკეთებდა აღნიშნულ რეგიონებში არსებულ პოლიტიკურ-სამართლებრივ მდგომარეობას და უარს აცხადებდა ხელი მოეწერა უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე, მთავარ დოკუმენტზე, რომელიც შესაძლებელია მხარეებს შორის სრულფასოვანი დიალოგის დასაწყებად კარგი საფუძველი გახდეს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა სწორ დასკვნებს გააკეთებს და ორივე მხარის ნდობას აღადგენს, რომელიც საქართველოს მიერ აფხაზეთისადმი და მისი ხალხისადმი მიმართული აგრესიული პოლიტიკის შედეგად დასრულდა” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. აღნიშნულ წერილში, ასევე ხაზგასმულია დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომ საქართველომ შეწყვიტოს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის პოლიტიკური, ფინანსურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ზეწოლა და ასევე, მისი საერთაშორისო იზოლაციაში ყოფნის მცდელობები, რომლის შემდეგადაც, შესაძლებელია საქართველოს მხრიდან შერიგების პოლიტიკის რეალურ ძალისხმევაზე საუბარი – აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ადგილობრივმა მედიამ გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშივანო პავლიაშვილი: ისე, „იბერია“ ვინმეს კი არ აკრიტიკებს, არამედ, იმ რეალობას ასახავს,რაც ხდება
შემდეგი სტატია(ვიდეო) ოთარ დანელია: მატვილში მწიფდება პოლიტიკური კრიზისი