“დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი ნაკლია, რომ მათ ვერ მოაბეს თავი ქვეყნის მშენებლობას”-ეს განცხადება, პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძემ გააკეთა. ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში ბურჭულაძემ “ქართული ოცნების” ოთხწლიან მმართველობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მმართველ გუნდს არ გააჩნია გამოცდილება, რომ ქვეყანა წინ წაიყვანონ. ბურჭულაძის თქმით, ყველა ხელისუფლების ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ თავის შეცდომები გადააბრალოს წინას.
https://youtu.be/D-wL03elZsQ