“ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ,“ – ზაზა სარალიძე პროკურატურას მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასში სარალიძესთან ერთად ზვიად კუპრავა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციტივით გაიმართა.

„ღრმა დეტალებში შევედით, ზუსტად იმ კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე ვისაუბრეთ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემული მაქვს, თუმცა პროკურატურას არ სურს, რომ აღიაროს. იქიდან მხარდაჭერა გვაქვს,რომ სიმართლემ აუცილებლად უნდა იზეიმოს,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას, სარალიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე თანახმაა, თუმცა შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.

სარალიძის თქმით, ის მზად არის პროკურატურის შეთავაზება მიიღოს, თუ მას შესაძლებლობა ექნება მის წარმომადგენლებთან ერთად მივიდეს შეხვედრაზე.

„ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ. უკანონო ადვოკატიო, უკანონობა მალხაზ კაპანაძემ თვითონ ჩაიდინა. ჩემს მიერ წარმოდგენილ პიროვნებებთან ერთად ნებისმიერ ადამიანთან შესახვედრად მზად ვარ,“- აცხადებს სარალიძე.

banner
წინა სტატიაშიIRI – პოლიტიკოსების რეიტინგში დავით ბაქრაძე, გიორგი მარგველაშვილი, კახა კალაძე, დავით სერგეენკო და გიორგი კვირიკაშვილი ლიდერობენ
შემდეგი სტატიავერცერთი გარეშე პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის, ვერ ჩაერთვება – შოთაძე სარალიძეს შეხვედრას სთავაზობს